ოთხშაბათს, 20 დეკემბერს 18:00 საათზე 245-ე ლაბორატორიაში (II კორპუსი, ფიზიკური ქიმიის დიდი ლაბორატორია) ჩატარდება ქიმიის დეპარტამენტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის სხდომა.
დღის წესრიგი:
1. "იზოტოპური ეფექტი სითხურ ქრომატოგრაფიაში".
მომხსნებელი: დოქტორანტი გიორგი კობიძე
ხელმძღვანელები: საქ. მეცნ. ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფ. ბეჟან ჭანკვეტაძე, პროფ. ფრანჩესკო პაოლო ბუსარდო
2. „ქიმია ყოფაცხოვრებაში“
მომხსნებელი: ბაკალავრიატის III სემესტრის სტუდენტი ლიზა მაღარაშვილი
ხელმძღვანელი: ლალი ტურიაშვილი